Monday, November 26, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო მეცადინეობაზე მოვახდინეთ   წინა შესწავლილი მასალის გახსენება, ბლოგზე მუშაობა, დრაივში მუშაობა, ფაილის და საქაღალდის ატვირთვა, გაზიარება-გამოქვეყნება.ბოლოს მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია. შევაჯამეთ  და მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს.
ეს ცხრადღიანი ტრენინგი ნამდვილად საინტერესო და დატვირთული იყო, საინტერესოდ და შინაარსიანად მიმდინარეობდა მუშაობა, აქ მიღებულ ცოდნას უფრო ფართო მასშტაბით დავნერგავ და გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.ამისათვის ძალიან დიდი მადლობა თავისი საქმის პროფესიონალს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.

Monday, November 19, 2018

მერვე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია




 ტრენინგის მერვე დღეს ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი სატრენინგო მასალა მოდული 7-- --ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
 გავეცანით მოდულის ძირითად არსს, ვნახეთ პრეზენტაცია  ფასილიტაციის შესახებ, რომელიც მეტად საყურადღებო და საინტერესო იყო , ვიმუშავეთ პროექტის გეგმის სრულყოფაზე.შევარჩიეთ ჩვენთვის საინტერესო შაბლონები ფასილიტაციის შესახებ.ვივარჯიშეთ ბლოგზე მასალის ატვირთვაზე.

Friday, November 16, 2018

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეს ჩვენი ნამუშევრები გაუზიარეთ ერთმანეთს.  ვისაუბრეთ ტრენინგის ძირითად თემაზე,,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,,  გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს და მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით დავგეგმეთ დავალებები. შევარჩიეთ დავალებები განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის. გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმებს და მოვახდინეთ რეფლექსია. მოვამზადეთ პრეზენტაციის შაბლონები

Friday, November 9, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ერთმანეთს გაუზიარეთ პროექტის მსვლელობის ძირიტადი ეტაპები და ერთმანეთს გაუზიარეთ შენიშვნები, მივეცით რეკომენდაციები.
გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის წესებს, ინტერნეტით კომუნიკაციის საშუალებებს და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ხერხებს.
გავეცანით მოსწავლეთა შესაძლო ნამუშევრების პრეზენტაციას.

Monday, November 5, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს დავსახეთ შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები.
ჩამოვაყალიბეთ გონებრივი  შეფასების სტრატეგიის გონებრივი იერიშის კითხვარი.
გავიხსენეთ და ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში.

Friday, November 2, 2018

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და ჩამოვაყალიბე პროექტის სტანდარტები, მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გაუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები პროექტის მიზნებთან და კითხვებთან დაკავშირებით.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ უნდა დავიცვათ გარემო?
თემატური კითხვები
რეალურად რა ემართება ჩვენს გარემოს?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი გარემოსდაცვითი პრობლემებია ჩვენს ქვეყანაში?

Monday, October 29, 2018

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით ტრენინგის მონაწილეების საპროექტო თემებს. გავიხსენე word-ში მუშაობა. გავეცანი საინტერესო ვიდეო რესურსებს, შემეცნებით საიტებს. შევქმენი პროექტის ბუკლეტი გეოგრაფიისათვის. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებთ პროექტის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში. ტრენინგი მიმდინარეობს ძალიან სასიამოვნო და მშვიდ გარემოში.

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო მეცადინეობაზე მოვახდინეთ   წინა შესწავლილი მასალის გახსენება, ბლოგზე მუშაობა, დრაივში მუშაობა, ფაილის და საქაღალდის ატვირთვა,...